Bloomberg -აშშ-ში ვაქცინაცია 130 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, ჩინეთში - 82 მილიონს, ევროკავშირში კი - 60 მილიონზე მეტს

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 137 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 486 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 11.9 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 130 მილიონი ადამიანი აშშ-შია აცრილი, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, სადაც ვაქცინა 82 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მესამეზე კი ევროკავშირია 60 მილიონი ვაქცინირებულით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 51%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 14%-მა მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო