27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურიდან საქმის მასალებს გამოითხოვენ

გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურიდან საქმის მასალებს გამოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი აცხადებს, პროკურატურა ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა.

„დღეს მივდივართ, როგორც პროკურატურაში, ასევე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში. ვაყენებთ შუამდგომლობებს და ასევე პროკურატურისგან ვითხოვთ საქმის მასალების სრულყოფილი სახით გადმოცემას, რაც ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული აქვთ. ორი დღეა პროკურატურა პირადად ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის, როგორც კი ვურეკავ, ტელეფონს მითიშავენ. დღეს, როგორც იქნა, მოვახერხეთ დაკავშირება“, - განაცხადა ამაღლობელმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა