თეა ახვლედიანი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანთან, დანიელ მაქსვინთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის,როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

„მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამის მიღწევებზე, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზე. სახელმწიფო მინისტრი მიესალმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შექმნილი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში განხორციელებულ ძალისხმევას, რომლის შედეგად მოხერხდა 200-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა. ამასთან, ხაზი გაესვა მოძიების პროცესის ეფექტურობის ერთობლივად, შემდგომი გაუმჯობესების საჭიროებას, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოხერხდეს გაურკვევლობაში მყოფი ოჯახების დახმარება. ამ მიმართულებით აღინიშნა, 2019 წელს შექმნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდას შეუწყობს ხელს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს