ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონასთან აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ანა დოლიძე პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე მივიდა

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრულსაშიშ ზონასთან აქციის დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე მივიდა.

ანა დოლიძემ პოლიციაში შესვლამდე განაცხადა, რომ მომხდარი ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა და ისინი მსგავსი ქმედებებით ცდილობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაშალონ.

„ორი დღის წინ, საღამოს, ვაშლიჯვრის მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა. ამ შეხვედრის დროს გამოვარდა მამაკაცი, რომელიც ჩანდა, რომ ხელისუფლების პროვოკატორი იყო. ერთადერთი მისი მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა იყო. მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა მედიის წარმომადგენლებს, მოსახლეობას და მე.

ეს ხელწერა ვნახე არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს არსაიდან ჩნდება ქუჩის ბიჭი და პროვოკატორი, რომლის მიზანი შეხვედრის ჩაშლაა.

ყველა მოქალაქემ უნდა ითანამშრომლოს პოლიციასთან და მე სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ მსგავსი პროვოკატორები გამოვლინდნენ და დაისაჯონ.

დღეს პოლიციაში დაბარებული ვარ როგორც მოწმე. აღვწერ სიტუაციას რა ხდებოდა იმ დღეს და შემდეგ მოვითხოვ პასუხს, რომ დასჯილი იყოს ეს პირი იმ ხულიგნობისთვის, რომელიც მან ჩაიდინა.

ეს ადამიანი ცხოვრობს იმავე კორპუსში, სადაც მოსახლეობა შეკრებილი იყო და პოლიციას მარტივად შეუძლია მისი მოძებნა და ნახვა. პოლიცია ამას თუ არ გააკეთებს, ეს იქნება ხელისუფლების ტაქტიკა მსგავსი პროვაკაციული მეთოდებით ჩაშალოს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან" , - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართეს და პრობლემების ხელისუფლებამდე მიტანის თხოვნით მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს მიმართეს. მოძრაობა „ხალხისთვის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას ერთ-ერთი პირი ფიზიკურად დაუპირისპირდა მედიის წარმომადგენლებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანა დოლიძეს, რის გამოც ადგილზე პატრული გამოიძახეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს