ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის მიერ, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშის კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის მიერ, 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშის კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, კვლევებთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, რასაც ჯერ ვერ გაასაჯაროვებს.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით. გარკვეული ინფორმაციები მაქვს, მაგრამ დღეს ამას ვერ გავაჟღერებ. ყველაფერში ძალიან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. ერთიდაიგივე მონაცემზე კვლევა მომდინარეობს 3-4 მეთოდოლოგიით",- აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია 27 წლის ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს, რათა დაადგინონ გადაიტანა თუ არა მან კოვიდინფექცია და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა