დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს

ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეკანოზი აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.

„ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ.

სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ იყო პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელებული - აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა მას შეუზღუდონ თავისუფლება. მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. არ ვიცი, პატრიარქს არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს. ერთი და იმავე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქი თავს კარგად გრძნობს

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ