ნდობის ჯგუფის წევრებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა, სადაც 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციას ისმენდნენ, დასრულდა.

აღნიშნულ საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიკა ცხვარაშვილს მოუსმინეს.

„სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ანგარიში 2020 წლის საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც არ არის საჯარო. ანგარიშის ფარგლებში იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის შესახებ, ისევე როგორც განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ,"- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, შემდეგი უწყებები, რომლის ანგარიშებსაც ნდობის ჯგუფი მოისმენს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა