ბადრი ჯაფარიძე - გიორგი გახარიას პოლიტიკურ სცენაზე შემოყვანა „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზის რღვევის შეჩერებას ემსახურება

გიორგი გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი და არც არასდროს იქნება, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას.

მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკურ სცენაზე შემოყვანა „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზის რღვევის შეჩერებას ემსახურება.

,,გიორგი გახარია არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი და არც არასდროს არ იქნება. ეს არის მორიგი მცდელობა როგორმე შეაჩერონ „ქართული ოცნების“ ელექტორალური ბაზის რღვევა, სწორედ ამას ემსახურება გახარიას ახლა შემოყვანა სცენაზე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა