მიხეილ სარჯველაძე - უცნაურია შეფასება, როცა წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმე სატყუარად მონათლავს

უცნაურია შეფასება, როცა წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვინმე სატყუარად მონათლავს - ოპოზიციის მხრიდან ჭეშმარიტებებზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი, რათა არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისაკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

სარჯველაძის შეფასებით, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე იმ პარტიას შეიძლება აწყობდეს, ვისაც იმედი აქვს, რომ არჩევნებში ხმების 5%-ზე მეტს აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიცილებს 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე კონკურენტებს.

„არაერთი პოლიტიკური ოპონენტისგან მოთხოვნის სახით სადისკუსიო თემა იყო ის, რაც ახლა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით არის წარმოდგენილი. ამდენად აბსოლუტურად გაუგებარია, რა არის სატყუარა?! თუ აქ ის იგულისხმება, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ გაკეთდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამ სასიკეთო ცვლილებებს, მათი ნებაა ეს ასე ჩათვალონ. არაერთხელ ითქვა, რომ ქვეყნისთვის კარგია ის, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით არის წარმოდგენილი. ამის საპირისპირო არგუმენტი არც არსებობს. ოპოზიციის მხრიდან ჭეშმარიტებებზე საუბრისგან გაქცევის მცდელობებს აქვს ადგილი, რათა არ მოუწიოთ იმის თქმა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა