ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატი გახდა, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა

აშშ-ის ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტამმა სიკვდილით დასჯის ოფიციალურად გაუქმების შესახებ კანონმდებლობას გუშინ მოაწერა ხელი.

„სამართლიანობა და სასჯელი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილით დასჯა არსებითად არასწორია”, - განაცხადა გუბერნატორმა ხელმოწერის დროს.

აღსანიშნავია, რომ ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, სადაც სასჯელის ეს ზომა გაუქმდა. სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.

შტატში, საერთო ჯამში, სიკვდილით დასჯის 1 390 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა