ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის მიზანი რეალური კომპრომისი არ არის - მათი მცდელობაა ხელოვნური კრიზისის გაღრმავება

ოპოზიციის მიზანი რეალური კომპრომისი არ არის - მათი მცდელობაა, რეალური კომპრომისის ჩაშლა და ხელოვნური კრიზისის გაღრმავება, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ოპოზიციის გამოხმაურებას.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას არც ერთ დემოკრატიულ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის უარი, სამწუხაროდ, პირველი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ვერ გაუთვიცნობიერებია, თუ რა არის მთავარი პოლიტიკური პროცესების რეალური გაჯანსაღებისათვის და რა არის მათი ამომრჩევლის რეალური მოთხოვნა. „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის მიღება, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მოხდა. მათ არც ერთ დემოკრატიულ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ. მათი მიზანი რეალური კომპრომისი არ არის. მათი მცდელობაა რეალური კომპრომისის ჩაშლა და ხელოვნური კრიზისის გაღრმავება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირებას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს