ირაკლი ბენდელიანი - ჩვენი ამოცანაა, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, წინაღობა გაკეთდება, რაც დროებითი ღონისძიება იქნება

დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე განსახორციელებელი ღონიძიების ძირითადი დანიშნულება ის იქნება, რომ გარკვეულწილად შემცირდეს მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. მისივე თქმით, გაკეთდება წინაღობა, თუმცა ეს იქნება დროებითი ღონისძიება, რომელსაც მოჰყვება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა მეწყერულ ადგილზე და განხორციელდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა.

„გუშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს ადგილზე კიდევ ერთხელ ერთობლივად გავსულიყავით უცხოელ ექსპერტებთან ერთად და ერთობლივად დაგვეთვალიერებინა, ვინაიდან იცით, რომ ეს არის ჯერ კიდევ მოძრაობაში მყოფი მეწყერი და აქ მუდმივად არის გარკვეული სახის ცვლილებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრინციპული საკითხები უცხოელი ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის ერთმანეთთან თანხვედრაშია. დღეს, ასევე, ადგილზე გამოსვლის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება უკვე კონკრეტულად სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში აქ მიმდინარეობდა გარკვეული სახის მშენებლობები. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის, რომ თვითონ ამ ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. თუმცა გასაგები რომ იყოს, ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ ახლა აქტიური მეწყერის გადაადგილება, რომელიც მოძრაობაშია. ვინაიდან წინაღობა გაკეთდება, ეს იქნება დროებითი, ამის შემდეგ მოხდება უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა უშუალოდ მეწყერულ ადგილზე, შემდეგ მოხდება გარკვეული სახის მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპით უნდა განხორციელდეს აქ გარკვეული სამუშაოები და მნიშვნელოვანია, რომ აქ უნდა მოხდეს ე.წ. დანკერების პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდი რაც არის, ამისი შეჩერება სხვა ღონიძიებებთან ერთად მოხდეს ასევე ამ დანკერული პრინციპით,“-განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება, თუმცა მთლიანი ღონისძიების დასრულების პერიოდი ამ ეტაპზე ცნონილი არ არის.

„თვითონ მთლიანი ღონისძიების დასრულებას რა დრო დასჭირდება, ამისი თქმა ცოტა არასერიოზული იქნება, იმოტომ, რომ ყველა ფაქტორზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მოძრაობას, აღდგება იმ ეტაპზე, როცა დავრწმუნდებით, რომ გადაადგილება არის უსაფრთხო,“- განაცხადა ბენდელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა