ირაკლი ღარიბაშვილი ნატალი საბანაძის გადადგომაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატალი საბანაძის მიერ ევროკავშირში საქართველოს ელჩის პოსტის დატოვებას.

მისი თქმით, ელჩი საბანაძე ზაფხულში ისედაც აპირებდა გადადგომას.

„ინფორმაცია მოვისმინე საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომ ელჩი ნატალია საბანაძე აპირებდა წასვლას ზაფხულში, მაგრამ მან უფრო დააჩქარა გადადგომა. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან ნათელი განმარტება და დამატებით კომენტირებას არ საჭიროებს,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა