ნათია თურნავას განცხადებით, სასაცილოა, რომ ოპოზიციას იმ არჩევნების ხელმეორედ ჩატარება სურს, რომელიც ყველამ დემოკრატიულად შეაფასა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სასაცილოა, რომ ოპოზიციას იმ არჩევნების ხელმეორედ ჩატარება სურს, რომელიც ყველამ დემოკრატიულად შეაფასა.

„ჩვენ დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს, რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა იყოს შედეგიანი და არ უნდა იყოს პრინციპების ხარჯზე. მაგალითად, „წითელი ხაზი“ არის ის, რომ არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ, ეუთო/ოდირმა, ჩვენმა მეგობრებმა აშშ-ში, ევროკავშირში ცნეს, როგორც ცალსახად წარმატებული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული არჩევნები, თავისუფალი, კონკურენტული, რატომღაც გადავხაზოთ, რადგან ოპოზიციურ პარტიებს შედეგები არ მოსწონთ და სურთ, ხელახლა ჩავატაროთ არჩევნები, რაც ნამდვილად სასაცილოა“,-განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა