პოლონეთში კორონავირუსის 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

პოლონეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 34 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულადმაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში კიდევ 520 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 154 821 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსს 50 860 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, პოლონეთის მთავრობა ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს. ქვეყანის საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილებისა და სასუნთქი აპარატების დეფიციტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო