სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლიც სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის პარლამენტში გამოსვლას ეხება. აღნიშნული განცხადება „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

გვსურს, გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის დროებითი კომისიის ფარგლებში გამოსვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ნეტგაზეთის“ რუსულენოვან სტატიაში მცდარი ტერმინოლოგიით არის წარმოჩენილი სახელმწიფო მინისტრის განცხადება, სადაც მან აფხაზური და ოსური საზოგადოებები თითქოს, მოიხსენია როგორც „თემი“. აღსანიშნავია, რომ ტერმინოლოგიის არაზუსტმა თარგმანმა გამოიწვია ვნებათაღელვა სოციალურ ქსელებში. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო მინისტრს არასდროს გამოუყენებია მსგავსი ტერმინი ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში.

კერძოდ, აღნიშნული საინფორმაციო სააგენტოს სტატიაში ვკითხულობთ: «Мирная инициатива «Шаг к лучшему будущему» является подтверждением готовности правительства Грузии к расширению диалога с абхазской и осетинской общинами с учетом интересов и потребностей населения».

სახელმწიფო მინისტრის რეალური განცხადება: „სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დადასტურება საქართველოს მთავრობის მზადყოფნის, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან”.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დაუკავშირდა „ნეტგაზეთის“ რედაქციას, სადაც განგვიმარტეს, რომ აღნიშნული წარმოადგენს სტატიის თარგმნისას დაშვებულ შეცდომას.

„ნეტგაზეთის“ სტატიაზე დაყრდნობით, იგივე უზუსტობა გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო „ეხოკავკაზამ“.

მივესალმებით, რომ ამ მომენტისთვის ორივე საინფორმაციო სააგენტოზე ინფორმაცია გასწორებულია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა