არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინდივიდუალური შეხვედრები „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებთანაც ჰქონდათ

რა აზრი აქვს ისეთ დემოკრატიას, სადაც თუ წაგებული პარტია იტყვის: „მე არ მომწონს ეს არჩევნები, უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები?!“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი საერთაშორისო განცხადებების შემდეგ პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რა აზრი აქვს ასეთ დემოკრატიას და რა აზრი აქვს ისეთ სახელმწიფოს, სადაც ერთ ოპოზიციონერს შეუძლია თქვას, რომ ის სხვა მოქალაქეებზე მაღლა დგას, თავს დაესხას პარლამენტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მერე თქვას, რომ ვერც ჯარიმას გადაახდევინებენ, ვერც სასჯელს ვერ შეუფარდებს სახელმწიფო. მითხარით, რა აზრი აქვს ასეთ სახელმწიფოსა და ასეთ პოლიტიკურ სისტემას? ზუსტად ეს არის დემოკრატიის და არჩევნების მთავარი ძირგამომთხრელი მომენტები. თუ ეს მომენტები ოპოზიციის მხრიდან გამოირიცხება, შეთანხმება არის შესაძლებელი. იმედი, მაქვს რომ ოპოზიციის შედარებით ჯანსაღი ნაწილი მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, იმ საერთაშორისო განცხადებების შემდეგ, რაც ჩვენ როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში მოვისმინეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება „გირჩს“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს, თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის ყოველთვის მზად იყო.

„გვქონდა კიდეც ასეთი ინდივიდუალური კონსულტაციები. იცით, რომ ორი პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან არის პარლამენტში, „გირჩსაც“ აქვს სურვილი, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. მაქვს მოლოდინი და საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ამ მოლაპარაკებების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ ოპოზიციას პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გარეთ დარჩენილი ოპოზიციური პარტიები, გათავისუფლდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შანტაჟისა და ტყვეობისგან. ნამდვილად არის შანსი მივიღოთ არამხოლოდ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა თუ სასამართლოსთან შესახებ კანონდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებთანაც ინდივიდუალური შეხვედრები. მომავალშიც მზადყოფნას ვაფიქსირებთ, განვაგრძოთ ასეთი კონსულტაციები. ეს კონსულტაციები იყო მოლაპარაკებების პროცესში. იმედი მაქვს, რომ მეორე რაუნდშიც ამის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა