ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წელს მეორე ვადით კენჭს იყრის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დიახ, ჩემი გეგმაა კენჭისყრა. ეს არის ჩემი მოლოდინი", - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან ბაიდენის თქმით, ის ელის, რომ იმუშავებს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად.

"ის შესანიშნავად ასრულებს საქმეს. ის შესანიშნავი პარტნიორია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად 2020 წელს აირჩიეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა