ევროკავშირის ლიდერები - ვაქცინების წარმოების, მიწოდების და განაწილების დაჩქარება კრიზისის დაძლევის არსებით და გადაუდებელ საშუალებად რჩება

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროპაში ვაქცინების წარმოების გაზრდას და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას ხელს შეუწყობენ.

"ვაქცინების წარმოების, მიწოდების და განაწილების დაჩქარება კრიზისის დაძლევის არსებით და გადაუდებელ საშუალებად რჩება. ამ მიზნით ძალისხმევა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს", - ნათქვამია ვირტუალური სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირმა ასევე მოუწოდა ვაქცინების მწარმოებლებს, "უზრუნველყონ ვაქცინების წარმოების პროგნოზირება და დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები".

ამასთან, ვირტუალური სამიტის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უნდა შეასრულოს.

„კომპანიამ პატივი უნდა სცეს წევრ სახელმწიფოებთან გაფორმებულ კონტრაქტს, ვიდრე ვაქცინის ექსპორტს დაიწყებს,“- აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მიერ ვაქცინის ექსპორტზე კონტროლის დაწესების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ სამიტმა ბლოკის "გულუბრყვილობის დასასრულს" გაუსვა ხაზი.

”მხარს ვუჭერ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველანაირი ექსპორტი უნდა დავბლოკოთ, მანამ, სანამ ზოგიერთი წამყვანი კომპანია ევროპელების წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს”, - აღნიშნა მაკრონმა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვაქცინებით არა მხოლოდ საკუთარ თავს ამარაგებს, არამედ მსოფლიოში ექსპორტსაც ახორციელებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ონლაინ სამიტზე გუშინ შეიკრიბნენ და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსავლის ერთობლივ გზებზე იმსჯელეს. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრო.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის ლიდერები - ვაქცინების წარმოების, მიწოდების და განაწილების დაჩქარება კრიზისის დაძლევის არსებით და გადაუდებელ საშუალებად რჩება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა