აშშ-ში ჩინეთის ელჩი - ჩვენი მიზანი რომელიმე ქვეყნის ჩანაცვლება არ არის

ჩინეთის მიზანი არ არის ჩაანაცვლოს შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ცუეი თიენქაიმ განაცხადა.

„ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ ჩინელი ხალხის მზარდი მისწრაფება უკეთესი ცხოვრებისკენ და არა ის, რომ შევეჯიბროთ რომელიმე ქვეყანას ან ჩავანაცვლოთ ის. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი ეროვნული სტრატეგია,“ - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიზანია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა გახდეს, თუმცა მისი პრეზიდენტობის დროს ჩინეთი ამ მიზანს ვერ მიაღწევს.

„ჩინეთის მიზანია, გახდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ეს არ მოხდება, რადგან შეერთებული შტატები აპირებს გააგრძელოს ზრდა,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა