Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია ვაქცინების 501 მილიონზე მეტი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 140 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 501 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 12.2 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 133 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული, აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება, 85 მილიონი დოზით, მესამე ადგილზე კი ევროკავშირია, სადაც ამ დრომდე ვაქცინების 63 მილიონი დოზაა გამოყენებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 51.6%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 14.3%-მა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა