სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - თუ პარლამენტში არ შემოვლენ, 5%-იანი ბარიერი დარჩება - მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება!

„ქართული ოცნების“ წევრის, სოზარ სუბარის შეფასებით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი საქართველოს დღევანდელ მოცემულობას ყველაზე კარგად ესადაგება.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ 5%-იანი ბარიერი მართლაც მაღალია და აღნიშნული ბარიერის პირობებში, 2020 წლის არჩევნებში მას მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა.

„პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, იქნებ 1%, ბუნებრივი ბარიერი სჯობს. ამისთვის საჭიროა დიალოგი და პარლამენტში შემოსვლა. თუ პარლამენტში არ შემოვლენ, 5%-იანი ბარიერი დარჩება. მოგვწონს თუ არა, ასე დარჩება! ამიტომ კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის დაწევა არ სურს, რადგან ამით ისინი პოლიტიკური ველის მიღმა ყველა ოპოზიციურ პარტიას ტოვებენ და მხოლოდ თვითონ რჩებიან. ეს არის მათი სურვილი, მაგრამ ოპოზიციური პარტიები უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ ჯდება არც ქვეყნის და არც მათ ინტერესში“, - განაცხადა სუბარმა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა