პენიტენციური სამსახური - გოგი წულაიას ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია

დღეის მდგომარეობით, ბრალდებული პოლიტიკოსის გოგი წულაიას ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული გ.წ. დაწესებულებაში შესვლის დღიდანვე შიმშილობს. ამ დროისთვის იგი იმყოფება N8 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება სასიცოცხლო მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, მისი სამედიცინო მეთვალყურეობა ხორციელდება „პენიტენციური დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის N 169 ბრძანების შესაბამისად.

მიმდინარე წლის 25 მარტს, ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, სადაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა