საფრანგეთის ელჩი - მნიშვნელოვანია, რომ შიდა პოლიტიკურ ფრონტზე დაძაბულობა ჩაწყნარდეს

მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიაგო კოლასმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომელიც ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონალური მიმართულებით არსებული გამოწვევების წინაშე დგას.

„ვფიქრობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონალური მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ ამ გამოწვევებისკენ და მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს და ევროკავშირის მედიაცია, ამ მიმართულებით, არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს. მე ვუერთდები მათ, ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე, რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირებ,“- განაცხადა ელჩმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში