ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გუშინ გამართული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა.

გამოცემის ცნობით, მინსკის ცენტრში დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზება განახორციელეს და წყლის ჭავლის მანქანები განათავსეს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ სამართალდამცავები ადამიანებს.

ცნობისათვის, ბელარუსში გასულ წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს, რომლის მონაწილეებიც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვდნენ, სამართალდამცავებმა 33 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა