ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას

ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა და ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას, ეს არის მთავარი და აქედან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო დონეზე არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ოფიციალური შეფასებით არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ყველა ძირითადი პრინციპის დაცვით.

„საერთაშორისო დონეზე, ამას ოფიციალური შეფასება აქვს ასეთი, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, ყველა ძირითადი პრინციპი და თავისუფლება დაცული იყო. არჩევნებს გააჩნდა ხარვეზები, თუმცა არც ერთი შენიშვნა, რომელიც ოდნავადაც ჩრდილს მიაყენებდა არჩევნების შედეგს ან არჩევნების ლეგიტიმურობას, არ იქნა დაფიქსირებული არც ერთი მხრიდან. ამავდროულად, ყველა ოფიციალური მიმართვა, თუ გინდა ევროკავშირის, თუ ამერიკის შეერთებული შტატების, ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შებრძანდით პარლამენტში და იმუშავეთ იმ თემებზე, რა თემებიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგისთვის 2024 წლისთვის. ამავდროულად, იქვე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ის ქმედება, რასაც ოპოზიცია ეწევა, არის ძირის გამოთხრა დემოკრატიის მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანვე ვნახეთ, პირველივე დღიდან, როდესაც არჩევნები დასრულდა, არ დალოდებიან რეალურად არანაირ გადამოწმებას და გამოაცხადეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ გვეუბნებიან ერთ რამეს, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა და ამომრჩევლის ნება როგორია, მთავარია ეს 4-5 მარგინალი როგორ გაფშიკავს ფეხებს და როგორ დაატერორებს ქვეყანას, ეს არის მთავარი და აქედან უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა