უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 18 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 18 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 614 707-მდე გაიზარდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 326 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 31 461-ს მიაღწია.

უკრაინაში კორონავირუსით მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებთ 41 მილიონს შეადგენს, ვაქცინის პირველი დოზა 174 325 ადამიანს აქვს გაკეთებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა