ლევან იოსელიანი - ვთქვათ, სატყუარაა საკონსტიტუციო ცვლილებები, მოდით, საქართველოსთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი - დავუჭიროთ მხარი დაბალ ბარიერს და მერე გააგრძელონ თავიანთი დღის წესრიგი

ვთქვათ, სატყუარაა საკონსტიტუციო ცვლილებები, მოდით, საქართველოს გულისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი - შემოვიდეთ, დავუჭიროთ მხარი დაბალ ბარიერს და მერე ისევ გააგრძელონ თავიანთი დღის წესრიგი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მას ესმის რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტაცია, თუმცა, ვერ ხვდება დანარჩენი ოპოზიციის ლოგიკას და აცხადებს, რომ „ამ საკითხის ბოიკორიტებით ისინი იმ ტოტს ჭრიან, რომელზეც სხედან".

„მინდა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც დავაინიცირეთ, არის ერთგვარი სატყუარა. სატყუარას დავარქმევთ, თუ სხვა ეპითეტით შევამკობთ, მოდით, ეს ერთი წუთით გადავდოთ გვერდზე და დავფიქრდეთ, შედეგი რა იქნება. ვთქვათ სატყუარაა, მოდით, საქართველოს და უკეთესი პოლიტიკური სისტემის გულისთვის ერთხელ მოვიტყუოთ თავი - შემოვიდეთ, დავუჭიროთ მხარი დაბალ ბარიერს და მერე ისევ გააგრძელონ თავიანთი დღის წესრიგი, რაც აქვთ დაგეგმილი. თუ ის არის ტყუილი, რომ 5 პროცენტზე ნაკლებია 3 პროცენტი, მაშინ მე არ ვიცი, ამაზე პასუხი რა შეიძლება გავცე. კიდევ ერთხელ ვეუბნები, საქართველოს, უკეთესი მომავლის გულისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ვინც ამას თვლის სატყუარად, ერთხელ მოიტყუონ თავი, შემოვიდნენ დაუჭირონ მხარი და მერე გააგრძელონ იმ სიმართლით ცხოვრება, რაშიც არიან,"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა