ალერგოლოგი - ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება - სასურველია, მოქალაქეს ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირის პერიოდში არ ჰქონდეს გაკეთებული

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, მაია გოთუას განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება.

როგორც მაია გოთუამ აღნიშნა, ის უმეტესად შეშუპება-შეწითლების სახით არის გამოვლენილი იმ ადგილზე, სადაც ფილერია გამოყენებული.

„როცა პაციენტი მოდის და ვაქცინაციამდე ავსებს კითხვარს, რომელიც აცრამდე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ფილერთან დაკავშირებული კითხვა არის დამატებითი კითხვა. ფილერების გამომყენებელ ადამიანებში რეაქცია მოგვიანებით არის განვითარებული, არა მწვავედ, არამედ 1-2 დღის შემდეგ. ის უმეტესად ვლინდება შეშუპება - შეწითლების სახით იმ ადგილას, სადაც ფილერია გამოყენებული. არის სპეციალური დოკუმენტაცია, გაიდლაინი, რომელიც ამერიკის დემორმატოლოგიური ქირურგიის სამსახურმა შექმნა და იქ ნათქვამია, რომ ვაქცინაციისთვის ფილერის გამოყენება უკუჩვენება არ არის და არც ვაქცინაციის შემდგომ ფილერის გამოყენება არის უკუჩვენება. ამასთან, დოკუმენტაციაში არის რეკომენდაცია, რომ ზოგი მეცნიერის აზრით, სასურველია მოქალაქეს ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირის პერიოდში გაკეთებული არ ჰქონდეს, თუმცა, შესაძლოა, იყოს მეტი დროც გასული. მაგრამ, ფილერის გაკეთება არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი ვაქცინაციის ჩასატარებლად. თავად რეაქცია, გამოვლინება არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად. ეს ჩვეულებრივ მედიკამენტებს, სტეროიდებს, ანტიჰისტამინუ პრეპარტებს ექვემდებარება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფილერის ეს რეაქცია მხოლოდ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის არაა დამახასიათებელი. ანალოგიური არის აღნიშნული გრიპის ვაქცინაზე, შეიძლება იყოს სტომატოლოგიური ჩარევისას მექანიკურ გააღიზიანებაზე, ინფექციაზეც. ექვემდებარება ყველა იმ პრეპარატს, რაც ჩამოვთვალე და არ წარმოადგენს საზოგადოების შეშფოთების მიზეზს. კარგია, რომ ეს კითხვა დაემატა, რადგან ადამიანი წინასწარ იყოს გაფრთხილებული და ადვილად იყოს დაზღვეული შესაბამისი მედიკამენტით“,- განაცხადა გოთუამ.

იხილეთ ვიდეო:ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი - სასურველია მოქალაქემ ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირით ადრე გაიკეთოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა