ამირან გამყრელიძე - 4 200-მდე აცრილი ადამიანიდან, ვაქცინის დოზების დანაკარგი 1%-ის ფარგლებში გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინის დოზების დანაკარგი 1%-ს შეადგენს.

როგორც მან განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ცდილობდა ვაქცინის დოზების დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო.

„4 200-მდე აცრილი ადამიანიდან, აქ ჯერ დანაკარგი გვაქვს 1%-ის ფარგლებში. რეგიონებში 4-5 ადამიანი მივიდა, მოგეხსენებათ, სოფლიდან ჩამოდის ადამიანი.

რეგიონებში რეზერვს ძირითადად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები აკეთებდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 100-ზე მეტი თანამშრომელია აცრილი, არც ერთი წინასწარ არ დარეგისტირებულა, მუდმივი კონტაქტის რეჟიმში, სადაც რჩებოდა დანაკარგი, იქ მიდიოდნენ დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომ აცრილიყვნენ. ვცდილობდით, მინიმალური დანაკარგი ყოფილიყო“,- აცხადებს გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა