სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები 3 აპრილს, პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ

სამოქალაქო მოძრაობები “კომენდანტის საათის” და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდებიან და 3 აპრილს პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავენ. ყველა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი 3 აპრილს სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება და 18.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას გამართავს. ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, რომ მათ აქციას შეუერთდნენ და ერთად გააპროტესტონ ის მოთხოვნები, რაც მათ აქვთ.

"სამოქალაქო ჯგუფებმა - "სირცხვილია", "დროა", "შეცვალე" , "დემოკრატიული მომავლისთვის" და "სოცაფეთქება" გადაწყვიტა, რომ შევუერთდეთ ერთმანეთს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ე.წ. კომენდანტის საათის და იმ ჯარიმების გაუქმება, რომელიც მოქალაქეებს „კომენდატის საათის“ დარღვევისთვის დააკისრეს. რაც შეეხება საპროტესტო აქციის ფორმატს, 3 აპრილს 18.00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შევიკრიბებით. სამოქალაქო მოძრაობები სხვადასხვა ადგილზე შევიკრიბებით და ბოლოს ერთიანი მარშით 17.00 საათზე ფილარმონიიდან წავალთ პარლამენტისკენ, სადაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება. პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამე დავრჩებით. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტის და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ შემოგვიერთდნენ ამ ერთი მოთხოვნის ქვეშ და გაუქმდეს „კომენდატის საათი“ და ჯარიმები" , - განაცხადა მოძრაობა "სირცხვილიას" წევრმა შოთა დიღმელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები 3 აპრილს, პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქციას გამართავენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა