ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისთვის 7.15 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციისთვის ევროკავშირი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მეშვეობით 7.15 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო დაფინანსების შეთანხმებას ხელი მოწერა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორის რაფაელ ჟოზანის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ირაკლი ქარსელაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის მიერ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მონაწილეობით.

აღნიშნული გრანტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

„ეს საგრანტო ხელშეკრულება ერთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილ საკრედიტო ხაზს, რომლის ჯამური მოცულობა 65 მლნ ევროს შეადგენს და რომლის მიზანსაც ხაშურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და გაფართოება წარმოადგენს, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომსახურების გაუმჯობესება. ამჟამად ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება, ხოლო ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება ტრანსსასაზღვრო მდინარეში, რაც უარყოფითად აისახება გარემოზე, ადგილობრივ საქმიანობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტს ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი. პროექტი აძლიერებს UWSCG-ის ოპერაციულ შესაძლებლობებს წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მდგრადობის განმტკიცების მიზნით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დღეს გაფორმებული გრანტი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ნაწილის დაფინანსებაზე და UWSCG–ს შესაძლებლობებისა და ცოდნის გაძლიერებაზე. ყოველივე ეს მოიტანს ორ ძირითად ეკონომიკურ შედეგს: ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსება უზრუნველყოფს უკეთეს წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურების დანერგვას; ხოლო ეროვნულ დონეზე, ევროკავშირის კონტრიბუცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (UWSCG) მუშაობის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდის საშუალებას მისცემს, ხაშურის მუნიციპალიტეტში მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

პროექტი მოიცავს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, აღჭურვილობის შესყიდვას ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობისთვის, ექსპლუატაციის შეზღუდულ ფაზასა და საკონსულტაციო მომსახურებას, ისევე როგორც ყველა საქმიანობას, რომელიც სტრუქტურირებულია სამუშაო კომპონენტად და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტად, რათა ხელი შეუწყოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების განვითარებას კომპანიის მომსახურების სრულ არეალში ახალი ნოუ-ჰაუს დანერგვის შედეგად.

ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში, მათ შორის გარემოსა და კლიმატის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.

პროექტი დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2026 წელს.

”ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორთან, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ერთად მხარს ვუჭერთ ხაშურის წყლის სექტორის ამ მნიშვნელოვან პროექტს. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციით, პროექტი ადგილობრივად ხელს შეუწყობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხარისხისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი საერთო ინვესტიციის წყალობით, გაუმჯობესდება ჩამდინარე წყლების მართვა და აღარ მოხდება მიმდებარე მდინარეებისა და ნიადაგის დაბინძურება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

”წყალი საქართველოს განვითარების ძირითადი რესურსია. კლიმატის ცვლილებით, ეს შეიძლება მწირი რესურსი გახდეს. თუმცა, მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიის წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ, წყლის ეფექტური გამოყენება მნიშვნელოვანია. ევროპულ, და განსაკუთრებით ფრანგულ კომპანიებს დიდი კომპეტენცია აქვთ წყლის ეფექტურად მართვაში. ამიტომაც არის, რომ საფრანგეთისთვის წყლის მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში. დღევანდელი ინვესტიცია, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სესხის სახით, რომელსაც თან ერთვის ევროკავშირის გრანტი, ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და გაფართოების მიზნით აჩვენებს, თუ როგორ ახდენენ დასავლელი პარტნიორები საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას. ჩვენ, ევროპის გუნდი (Team Europe), საქართველოს მეგობრები ვართ ყველანაირ ამინდში, იქნება ის მზიანი, წვიმიანი, კარგი თუ რთული და ჩვენ მოხარული ვართ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანს გახდეს უფრო ევროპელი, საქართველოსთვის მრავალი სარგებელი მოაქვს”, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

”როგორც ევროპის გუნდის სახელმწიფო წევრი, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, რომლის წვლილს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელი მოაქვს პროექტის მდგრადობის თვალსაზრისით, რადგან წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ – ერთი მთავარი სექტორია ქვეყანაში. გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო ითვალისწინებს მეტ დაფინანსებასა და გამოცდილების გაზიარებას ქვეყნის წყლისა და წყალარინების სისტემების მოდერნიზაციის სტრატეგიის განსახორციელებლად.” - განაცხადა ბატონმა რაფაელ ჟოზანმა.

ევროკავშირის შესახებ: ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია, რომელიც ყოველწლიურად 350 მილიონ ლარს გასცემს გრანტების სახით საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად. ეს დახმარება ძირითადად მიმართულია ეკონომიკური განვითარებისა და განათლების, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, აგრეთვე ადამიანებს შორის კონტაქტის განმტკიცებისკენ. დახმარება გაიცემა როგორც მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის პროექტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი გრანტების სახით. გარდა ამისა, დახმარების ფარგლებში ქვეყნას შესაძლებლობა ეძლევა მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „ერაზმუს+“, “ჰორიზონტი 2020“ და „შემოქმედებითი ევროპა“.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.eu4georgia.ge. საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ჯგუფი (AFD Group) ახორციელებს საფრანგეთის პოლიტიკას განვითარებისა და საერთაშორისო სოლიდარობის სფეროში. ის აფინანსებს, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო თანმიმდევრული და სტაბილური სამყაროსკენ გადასვლას. ჯგუფი, შემდგარი: საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან, რომელიც აფინანსებს საჯარო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს; პროპარკოსგან (Proparco), რომელიც აფინანსებს კერძო სექტორს; და მალე, ექსპერტიზ ფრანსისგან (Expertise France), ტექნიკური მხარდაჭერის დარგში, მხარს უჭერს და აჩქარებს უფრო სტაბილური და მდგრადი სამყაროსკენ გადასვლას.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვქმნით საერთო გადაწყვეტილებებს გლობალური სამხრეთის ხალხთან და ხალხისთვის. ჩვენი გუნდები აქტიურად მონაწილეობენ 4000-ზე მეტ პროექტში - საფრანგეთის საზღვარგარეთ, 115 ქვეყანასა და კრიზისულ რეგიონებში, რათა განამტკიცონ „საერთო სიკეთე“, რაც არის კლიმატი, ბიომრავალფეროვნება, მშვიდობა, გენდერული თანასწორობა, განათლება და ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი პასუხი, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აღებული ვალდებულების ხელშეწყობისთვის. საერთო სამყაროსკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა