ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

ეგვიპტის ქალაქ სოჰაგაში ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 32 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალებები ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 36 მანქანა გააგზავნეს, რომლებმაც დაშავებულები საავადმყოფოები გადაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის სარკინიგზო ქსელი ერთ – ერთი უძველესი და უდიდესია ჩრდილოეთ აფრიკაში და უბედური შემთხვევები ხშირად ხდება. ყველაზე მეტი მსხვერპლი 2002 წელს მომხდარ კატასტროფას მოჰყვა, როდესაც კაიროდან მიმავალ მატარებელს ხანძარი გაუჩნდა, რასაც 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ეგვიპტეში მატარებლების შეჯახების შედეგად მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა