გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 29 მარტს 13:00-დან 15:00 საათამდე, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს: მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში და მცხეთაში არმაზის, რუსთაველის, კოსტავას, კარიბჭის, არსუკიძის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.