ვახტანგ კალოიანი - იმუნიზაციის პროცესი ჩავარდნის პირასაა - მის გადასარჩენად საჭიროა საყოველთაო ვაქცინაცია

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ექიმ ვახტანგ კალოიანის აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გადასარჩენად, საჭიროა მოსახლეობის საყოველთაო იმუნიზაციია დაიწყოს.

როგორც კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი, ფაქტობრივად, ჩავარდნის პირასაა.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზების ამოწურვის შემდეგ, ვაქცინაციის მსურველთა რაოდებობა ისევ შემცირდეს.

„ჩემი აზრით, ვაქცინაციის პროცესი ახლა ჩავარდნის პირასაა. ჩვენ გვაქვს NDI-ის კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მოქალაქეების 35%-ს უნდა ვაქცინაცია. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე ამ 35%-ს. საჭიროა საყოველთაო ვაქცინაცია, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ეპიდემიოლოიური ვითარებისთვის ეს ცუდი არ იქნება, ასე ვთქვათ, ხელს წაგვიკრავს და მეორე - პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ოღონდ ამას სჭირდება იმ 35%-ის კარგად ჩაშლა, რომელიც თანახმაა გაიკეთოს ვაქცინა. მათთვის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიცემა ამ ვაქცინაზე იქნება ამ ეტაპზე სწორი გამოსავალი. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ მთავრობამ ამ ეტაპზე გეგმის შესრულება ვერ უზრუნველყო“, - აღნიშნა კალოიანმა.

მისივე შეფასებით, ჯანდაცვის სისტემამ ყველაზე დიდი შეცდომა ვაქცინაციის კამპანიის არასწორად წარმართვაში დაუშვა.

„ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ყველაზე დიდი პრობლემა იყო არასწორი და არწარმოებული საინფორმაციო კამპანია, მათ შორის კოლეგებთან. აქ საუბარია არა აგიტაციაზე, არამედ ინფორმირებაზე. ჩვენ გვჭრდებოდა ხანგრძლივი საგანმანათლებლო პროცესი. იცით თქვენ ვაქცინის მოქმედების მექანიზმი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მასიურად უნდა გაგვევრცელებინა. მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება იცოდნენ ყველაფერი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე და შესაბამისად, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ვაქცინაციის მექანიზმზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი დებდა „ფეისბუქ“ გვერდზე და რამდენჯერმე ჯანდაცვის სამინისტრომ დადო მის საიტზე ეს ინფორმაცია. არანაირი გავრცელება ჩვენ ამ ინფორმაციისთვის არ მიგვიცია. სადაც ხელი მიგვიწვდებოდა ეთერებში ვსაუბრობდით, მაგრამ სახელწიფოს მხრიდან ამას მხარდაჭერა არ ჰქონია“, - განაცხადა კალოიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეგულაციებს, კალოიანის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ან ძალიან მკაცრი შეზღუდვები გვაქვს ან საერთოდ დერეგულაციაა.

„ნიღბების ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე ჩამოვიდა. აქ საზოგადოების როლი დიდია, მაგრამ მართვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საერთოდ აღარ კონტროლდება. როგორც ზაფხულში და შემოდგომაზე გვქონდა და ტრაგედია მივიღეთ ნოემბერ-დეკემბერში, ზუსტად იმას ვაკეთებთ ახლაც. ვიყავით სრულიად ჩაკეტილი, ახლა გავიხსენით და ყველაფერი მოვარღვიეთ. ჩვენ გვჭირდება თანმიმდევრული, მსუბუქი, ზომიერი მობილობის შემცირება და ნიღბის ტარების ორგანიზება. სულ ეს არის გასაკეთებელი და სწორი მართვის პირობებში, ეს ძალიან მარტივი შესასრულებელია“, - განაცხადა კალოიანმა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა