აზერბაიჯანში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 252 680 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 3445 ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 1-ელ ივნისამდე გახანგრძლივდა. პორტალ Koronavirusinfo.az-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო