ხათუნა ბურკაძე - რაც უფრო მეტი ოპოზიციური ხმა იქნება პარლამენტში, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქართული პოლიტიკა უფრო შინაარსობრივი გავხადოთ

რაც უფრო მეტი ოპოზიციური ხმა იქნება პარლამენტში, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქართული პოლიტიკა უფრო შინაარსობრივი გავხადოთ და სწორედ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეჯიბრის საფუძველზე კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ცივილიზაციური არჩევანისაკენ, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა, საერთაშორისო სამართლის დოქტორმა ხათუნა ბურკაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესი თუ წარმატებით არ დასრულდება, ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს იმ განაცხადზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-სა და ევროკავშირში.

„ყოველდღიურად იკვეთება როგორც ვაშინგტონის, ასევე ბრიუსელის როლი და მნიშვნელობა მედიაციის პროცესში, რაც იქნება ხელშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ მხარეებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება და საერთო შეთანხმებამდე მისვლა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო გავაძლიეროთ მომავალში. რაც უფრო მეტი ოპოზიციური ხმა იქნება პარლამენტში, ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქართული პოლიტიკა უფრო შინაარსობრივი გავხადოთ და სწორედ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეჯიბრის საფუძველზე კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ ცივილიზაციური არჩევანისაკენ.

მე ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა და ამ შემთხვევაში შარლ მიშელმა მიიღო, რომ გამოაგზავნოს კვლავ თავისი წარმომადგენელი თბილისში და გაიმართოს მედიაციის მეორე ეტაპი, ზრდის შანსს და შესაძლებლობას, მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელი გახდეს პოზიციების დაახლოება. მთავარი მიზანი მოლაპარაკებების უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, მით უფრო გლობალური კრიზისის ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა