პოლიციამ ინგლისის ქალაქ ბრისტოლში გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, სადაც ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას საპროტესტო აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს, სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და მისმა მონაწილეებმა სამართალდამცავებს სხვადასხვა ნივთები, კვერცხები და მინის ბოთლები დაუშინეს.

„ჩვენ არ შევეგუებით ძალადობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას,” - განაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში.

ცნობისათვის, ქალაქ ბრისტოლის ცენტრში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტა, რომელიც პოლიციას საპროტესტო აქციების შეზღუდვისთვის დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა