ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

„სომხური მხარის თხოვნით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის განხილვისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ რეგიონში სიტუაცია სტაბილური და უმეტესად წყნარია“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ლიდერებმა ორმხრივი აქტუალური საკითხებიც განიხილეს, მათ შორის აქცენტი გააკეთეს ენერგეტიკულ სექტორსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო