დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას

„ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა და საქართველოს ფუნქციაც დაუკარგა და მის მიმართ ინტერესიც გააქრო. დღეს კი, „ოცნების“ ლიდერები უკვე სენატორებს აყენებენ შეურაცხყოფას,- ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, დანიელსონის კვლავ საქართველოში დაბრუნება პირდაპირი გზავნილია და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ისევ ხელცარიელს გაგზავნის ეს იქნება იმის დასტური, რომ საქართველო ევროპას ზურგს აქცევს.

„რადგან, თუ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს, არჩევნები არ გაყალბებულა და ზოგადად დემოკრატია ყვავის, მაშინ ის სენატორები მოცლილები არიან რომ შეიკრიბნენ და იხილავენ იმას, რაც არ არსებობს?!

ხოლო ის, რომ 64-საათიანი შეხვედრების შემდეგ დენიელსონი უკან ბრუნდება, ეს არის პირდაპირი გზავნილი და თუ „ოცნების“ ხელისუფლებას ისევ არ ეყოფა შეგნება და მას ისევ ხელცარიელს გაუშვებენ უკან, ეს იქნება მორიგი შეურაცხყოფა და იმის დასტური, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ ევროპას.

საქართველომ უნდა აირჩიოს, რჩება დასავლეთთან, თუ ჯდება ექვსეულის ფორმატში, რომელიც უკვე გაჟღერებულია. (სამი კავკასიური რესპუბლიკა და სამი მეზობელი რუსეთი-თურქეთი-ირანი). მითუმეტეს, რომ პირველად გაჟღერდა ისიც”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა