აპრილიდან ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები განახლდება

საქართველოს დედაქალაქსა და ქვეყნის სამ რეგიონში, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვა (ტეა) სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.

„ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას გულისხმობს.

ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით.

საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება 2018 წელს დაიწყო. დღეისთვის, დაფარულია საქართველოს 7 რეგიონი სრულად და კახეთის ნაწილი; 2021 წელს დაიფარება დარჩენილი 3 რეგიონი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი, კახეთის ნაწილი და თბილისი. საველე სამუშაოებს წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები შეასრულებენ. კომპანიების სპეციალისტები მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები 2021 წლის ბოლოსთვის მომზადდება. მათივე განმარტებით, მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.

ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა