ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმატებული იუნკერები დააჯილდოვეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ წარჩინებულ იუნკერებს - ნუგზარ ქვარიანს, ამირან არბოლიშვილს, ლუკა ბარძემიშვილს, ვერიკო თორდიას, მარიამ ელიკაშვილსა და ნიკო ფილიშვილს საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინიციატივითა და მინისტრის მხარდაჭერით, 2020 წლის 23 დეკემბერს დამტკიცდა სტიპენდიის მიღების ახალი კრიტერიუმები, სადაც მინიმალური სტიპენდია ყველა იუნკერისთვის 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ახალი ბრძანების თანახმად, წარჩინებული იუნკერების სტიპენდია აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 300, 400 და 500 ლარს შეადგენს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო