თვითმხილველების ინფორმაციით, მინსკში ოპოზიციის აქციის დაწყებამდე მოქალაქეები დააკავეს

თვითმხილველების ინფორმაციით, ბელორუსის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები მინსკში ოპოზიციის აქციის წინ მოქალაქეებს აკავებენ. ძალოვან უწყებებში მედიას განუცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. მანამდე, ოპოზიციამ მიმდინარე წლის პირველი მასშტაბური აქცია დააანონსა. მინსკის სხვადასხვა რაიონში დილიდან ძალოვანი სტრუქტურების სპეცტექნიკა განალაგეს. ეს ინფორმაცია „ინტერფაქსს“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლგა ჩემოდანოვამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, ყველაფერი „მშვიდად ხდება და კონტროლს ექვემდებარება“.

ამავდროულად, ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ შაბათს არასანქცირებულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემა.

27 მარტის არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ Telegram არხებით მოწოდების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს