მამუკა მდინარაძე - თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიქცევით შესაბამისად, 2-3 კვირაში შეიძლება ეპიდსიტუაცია ძალიან გაგვირთულეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება და ვაქცინაცია იყო.

როგორც მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა, რომელმაც მმართველ გუნდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეპიდრისკებთან დაკავშირებით.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საგრძნობლად დაიკლო პირბადის ტარების პროცენტულმა მაჩვენებელმა და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჯანდაცვის მინისტრი გვყავდა მოწვეული უმრავლესობის სხდომაზე, რომელმაც მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია როგორც ეპიდრისკების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოქალაქეს ვთხოვო, ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზრდის რისკებს ვირუსის გავრცელების. ჩვენ არ გვაქვს მაინც და მაინც საქმე ისე, რომ დავმშვიდდეთ, რადგან ხალხმა და ხელისუფლებამ მოახერხა და დაასტაბილურა გარკვეულწილად ვითარება და 500-ის ფარგლებში მერყეობს და 10-ჯერ ნაკლებია პიკური სიტუაციისგან, რაც გვქონდა ქვეყანაში, ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. ზუსტად 2-3 კვირაში, თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიქცევით შესაბამისად, შეიძლება ძალიან გაგვირთულეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი გზა იმისათვის, რომ რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთერლობას, ვიდრე ვაქცინაციის პროცესში ყველა არ იქნება ჩართული, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით“,- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა