მამუკა მდინარაძე - ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის

ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას სააკაშვილთან და ივანიშვილთან მიმართებაში და რამდენად სწორია პარალელების გავლება მათ შორის.

მამუკა მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელი შედარებაა.

„პირდაპირ გეტყვით, წარმოუდგენელი შედარებაა და ტოლობის ნიშნის დასმა კიდევ უფრო მეტი საოცრებაა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, იმიტომ, რომ ერთ მხარეს დგას სასამართლოს განაჩენით დადასტურებული კრიმინალი, რომელმაც წარმატებას ვერც სტრასბურგში მიაღწია თავის სკითხებთან დაკავშირებით და სასამართლოს მიერ ის მიჩნეულია დამნაშავედ. მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დღეს არ ტოვებს რომ არ გამოჩნდეს ტელეეთერში, მიუხედავად მისი კრიმინალობისა და დამანშავეობისა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქლაქე საერთოდ არ არის. მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, საჯარო სივრცეში არსად, ერთი წამითაც არ გამოჩენილა და პოლიტიკისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია, ამ კუთხითაც კი, შედარება არის ცალკე პრობლემა. ამიტომ, ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია რაიმე სახის ტოლობის დასმა ამ ორ ადამიანს შორის. ჩემი აზრით, შეურაცხმყოფელიც კი არის და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ კრიმინალები, უკაცრავად ჟარგონისთვის და „გაპრავდნენ“ პოლიტიკაში. ჩვენ სულ ვამბობთ და ვიმეორებ დღესაც, რომ პრობლემაა ის, რომ კრიმინალები ბედავენ პოლიტიკაში დარჩენას და პოზიციონირებას, როგორც პოლიტიკოსები“, - აცხადებს მდინარაძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა