ანონსი   28 მარტი

28 მარტს, 11:00 საათზე, მოძრაობა “სოლიდარობის” ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე გამართავს ბრიფინგს თემაზე - გაუქმდეს „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დაწერილი ყველა ჯარიმა.

მის: წერეთლის გამზირი #116, მე -3 სართული.

საკონტაქტო პირი - 599161015.

28 მარტს, 12:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

28 მარტს, 14:00 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის.: პეკინის და ბახტრიონის ქუჩების კვეთა (ბუკიას ბაღში).

საკონტაქტო: 599 43 74 03

28 მარტს, 14:00 საათზე, სოფელ თხინვალაში (ვაკის რაიონი, ახალ იპოდრომთან) ბავშვთა სტატიონზე, საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივი მოსახლეობა სტადიონის გაყიდვას გააპროტესტებს. აქციაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად “ევროპელი დემოკრატებიც” მიიღებენ მონაწილეობას.

28 მარტს, 14:00 საათზე, ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან, ნანტის პარკში საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: "გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი".

28 მარტს, 14:30 საათზე, ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კუთხიდან, გლდანის ციხისკენ გოგი წულაიას მხარდამჭერების მიერ დაგეგმილ სოლიდარობის ავტო-მსვლელობას მოძრაობა „სოლიდარობის" ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეურთდება.

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599 16 10 15

28 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართება სერგო ფარაჯანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მის.: ავლაბარი, ხივინის ჩიხი #2 (შესასვლელი სამების ეკლესიის მხრიდან).

საკონტაქტო: 555 11 42 71

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა