ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დასავლეთ საქართველოს პოპულაციის 40 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებში გაუშვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტერიტორაზე მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი „საზოგადოებრივი რეინჯერი“ განახორციელებს.

მათი განმარტებით, მონადირეთა საინიციატივო ჯგუფების მონიტორინგში ჩართულობა მნიშვნელოვანია უწესრიგო ნადირობების შედეგად ბუნებაში შემცირებული სახეობების აღდგენა-გამრავლების ხელშეწყობისთვის.

„ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაციის ზრდა და ბუნებაში გაშვება ხდება.

2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა