მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 127 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.78 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 102.5 მილიონს შეადგენს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.