ენტონი ბლინკენი - აშშ შეძრწუნებულია მიანმარში აქტივისტების მასობრივი მკვლელობით

აშშ შეძრწუნებულია მიანმარში სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს აქტივისტების მასობრივი მკვლელობით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, რეჟიმის შენარჩუნების მიზნით ადამიანების ხოცვა დაუშვებელია.

აშშ-ს გარდა შაბათს მიანმარში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ავსტრალიის ოფიციალური პირებიც ეხმაურებიან.

მიანმარში შაბათს გამართული საპროტესტო აქცია ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა, რა დროსაც სამართალდამცავების მიერ მოკლულ აქტივისტთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში თებერვლის დასაწყისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 400 ადამიანია მოკლული.

იხილეთ ვიდეო:აშშ შეძრწუნებულია მიანმარში აქტივისტების მასობრივი მკვლელობით - ენტონი ბლინკენმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა