Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა

Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ოფიციალური გვერდი კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა.

BBC-ის ინფორმაციით, მადურომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კორონავირუსისგან განკურნება სხვადასხვა მცენარის გამოყენებითაც არის შესაძლებელი. გადაუმოწმებელი ან ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო Facebook-მა მისი ოფიციალური ანგარიში 30 დღით დაბლოკა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციის მიზნით Facebook-მა ბოლო დროს რეგულაციები გაამკაცრა. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელების გამო ანგარიში დროებით დაებლოკათ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსაც.

იხილეთ ვიდეო:Facebook-მა ვენესუელას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი კორონავირუსთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა